„Autonis Design Award“-მა Alfa Romeo Giulia და Stelvio თავიანთ კატეგორიებში ყველაზე ლამაზ ავტომობილებად დაასახელა


  • Alfa Romeo წელსაც წარმატებულად წარსდგა „Autonis Design Award”-ის კონკურსში, რომელიც დაორგანიზდა ჟურნალ „Auto motor und Sport”-ის მიერ.
  • ავტომობილების „საშუალო ზომის“ კატეგორიაში Alfa
    Romeo Giulia დომინირებდა, რომელმაც ხმების 66% -ზე მეტი დააგროვა.
  • Alfa Romeo Stelvio-მ გაიმარჯვა „დიდი SUV/off-road ავტომობილი“-ს კატეგორიაში.
  • ხმის მიცემაში მონაწილეობა 14 500-მა მკითხველმა მიიღო, სადაც 100-ზე მეტი
    ავტომობილი 12 კატეგორიაში იყო გადანაწილებული.

 

ჟურნალმა Auto Motor Und Sport-მა წელს კიდევ ერთხელ დაუსვა მომხმარებელს მნიშნელოვანი შეკითხვა: „რომელია ყველაზე ლამაზი ავტომობილი?“ პასუხები კი ძალიან მკაფიო იყო - Alfa Romeo Giulia-მ და Alfa Romeo Stelvio-მ მოიპოვეს კუთვნილი ჯილდოები კატეგორიებში „საშუალო ზომის ავტომობილი“ და „დიდი SUV/off-road ავტომობილი“.

 

ჟურნალმა 2023 წლის გამოცემაში მომხმარებელს ჰკითხა, შეუძლია თუ არა ავტომობილის დიზაინს შთაგონება მიუხედავად მისი ასწლიანი ისტორიისა. დაარსების დღიდან დღემდე Alfa Romeo-ს დიზაინი ემყარება „მარადიული სილამაზის“ კონცეფციას, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ 14 500-ზე მეტმა მომხმარებელმა ხმა მისცა იტალიურ სტილს, იტალიურ ბრენდს და იტალიურ ტემპერამენტს.

 

ახლახან განახლებულმა და უკვე ჯილდოს მფლობელმა Alfa Romeo Giulia-ს სპორტულმა სედანმა ხმების 66.4%-ით „საშუალო ზომის ავტომობილის“ კატეგორიაში გაიმარჯვა. კატეგორიაში „დიდი SUV/off-road ავტომობილი“ კი პირველი ადგილი ასევე განახლებული დიზაინის მქონე Alfa Romeo Stelvio-მ ხმების 39.7%-ით მიისაკუთრა.

 

ალეჰანდრო მეზონერო, Alfa Romeo-ს დიზაინის ხელმძღვანელი: „ჩვენთვის პატივია, რომ Giulia-მ და Stelvio-მ კიდევ ერთხელ მიიღეს ეს მთავარი აღიარება ავტონისის 2023 წლის გამოცემაში. “Auto Motor Und Sport”-ის მკითხველის ასეთი დაფასება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ეს დამოკიდებულება ანაზღაურებს Alfa Romeo Centro Stile-ის დიდ სულისკვეთებას, რომლის მიზანიც მომხმარებლისთვის ძლიერი იდენტობით შექმნილი გამორჩეული და მიმზიდველი დიზაინის შეთავაზებაა.“

 

ნიკოლო ბიაჯილო, ბრენდის ხელმძღვანელი გერმანიაში: „სასიამოვნოა იმის გააზრება, თუ როგორი დაფასებულია Alfa Romeo-ს დიზაინი გერმანიაში. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო
არამხოლოდ ჟურნალ „Auto Motor Und Sport“-ის მკითხველს, არამედ ჩვენს დიზინის გუნდს - Alfa Romeo Centro Stile-ს. ჩვენი დიზაინერები Alfa Romeo-ს გამორჩეულ ინდივიდუალიზმს ანიჭებენ, რომელიც ბრენდის უტყუარობის საწინდარია. მოუთმენლად ველი მომავალ პროექტებს, რომლებსაც ჩვენს გერმანელ გულშემატკივრებს წარვუდგენთ.“

 

Autonis-ს წინა გამოცემაში მკითხველებმა არაერთხელ გამოხატეს სიმპათია Alfa Romeo-ს დიზაინის მიმართ და „ყველაზე ლამაზ ავტომობილებად“ დაასახელეს: Alfa Romeo Giulietta, MiTo, Tonale, Giulia და Stelvio.

 

2023 წლის გამოცემაში, მე-18 კონკურსის დაწყებიდან 100 ავტომობილი ასპარეზობდა 12 სხვადასხვა კატეგორიაში.